ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების რუსულ საბუთს სთხოვს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორიდან ადგილობრივმა მოსახლება აცნობა, ახალგორის რაიონში მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა მოსახლება გააფრთხილეს, რომ ავტომობილებს რუსული ტექნიკური დათვალიერების საბუთი არ ექნება, რუს ოკუპანტებს და სეპარატისტების ე.წ. ძალოვან უწყებებს უფლება აქვთ მის მფლობელს ჯარიმა დააკისრონ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის ან ე.წ. ძალოვანები "აღმოჩენენ", რომ საბუთი კვლავ არ აუღია მანქანის კონფისკაციის უფლება ეძლევათ.
"ახალგორის ე.წ. ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გავაფრთხილეს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ყველა პირის დაკავება და მათი ცხინვალში გადაყვანა, მოხდება სადაც გასამართლებენ.