აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო საჯარისო ნაწილები საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდნენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გალის რაიონიდან აცნობეს.
წყაროს ინფორმაციით, ოკუპანტებმა პატრულირება ე.წ. საზღვარზე დღეს განსაკუთრებით გაძლიერდა და ადგილობრივ მოსახლება გააფრთხილეს, რომ ვინც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას დააპირებს აღდგომის გალის ციხეში შეხვედრა მოუწევთ.
საოკუპაციო ძალების საგანგებო რეჟიმზე გადასვალა "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის გალის მიმართულების კორდინატორმა თორნიკე კილანავამაც დაუდასტურა.