რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონ სოფელ ორსანტიაში 15 ადამიანი დააკვეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გალის რაიონიდან აცნობეს, დაკავებულები ორსანტიის ხიდთან იდგენენ, რომელიც სოფელს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას აკავშირებს.
მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 15-16 ადამიანი ორსანტიის ხიდთან იდგა, როდესაც რუსი ოკუპანტები მოვიდნენ, გამოლაპარაკების შემდეგ მოულოდნელად ყველა დააკავეს და სავარაუდოდ გალის მიმართულებით წაიყვანეს. ამ დრომდე მათი დაკავების მიზეზები არ სახელდება.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები სააღდგომოდ ზუგდიდს რაიონში გადმოსვლას აპირებდნენ.
ამასთან, წყაროს ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის როგორც გალის ზედა ზონის ასევე ქვედა ზონის სოფლებშიო დამატებითი ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა.
ე.წ. საზღვრებთან არსებულ საგუშაგოებზე კი მძიმე ტექნიკის გაზრდა 10 ერთეულამდე მოხდა.