ავსტრიის პრემიერ-მინისტრი ტონი ებოტი აცხადებს, რომ G20-ის სამიტს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან კონფრონტაციისათვის გამოიყენებს. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინული მედია "The Sydney Morning Herald"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სამიტის დროს რუსეთთან ბევრი არასასიამოვნო საუბარი იქნება და მე ვეჭვობ, რომ ჩემი საუბარი ვლადიმერ პუტინთან ძალიან მძიმე იქნება",_ აცხადებს ებოტი.
"პუტინთან კონფრონტაციას ვაპირებ",_ განაცხადა ავსტრიის პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში ორშაბათს გამოიყენა რა ტერმინი ავსტრალიური ფეხბურთიდან, რომელიც "იერის მიტანას და მიწაზე დაგდებას" ნიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
"მე ვაპირებ ვუთხრა მას, რომ ავსტრალიელები (რეის MH17) ის მგზავრები ამბოხებულებმა მოკლეს, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს და იმ იარაღით, რომესაც მათ რუსეთი აწვდის", _ განაცდადა მან.