განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, შეუცვლელი არავინაა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენობაში თუ ცვლილება საჭირო გახდება, ამის შესახებ, გადაწყვეტილებასა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს.
,,ამაზე საუბარი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და წინა წლებიდან მოდის. შეუცვლელი არავინაა, თუ საჭირო იქნება საკადრო ცვლილებები, ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. ჯერჯერობით, ამ თემაზე კონსულტაცია, ან საუბარი არავისთან არ მქონია", - განაცხადა საკითხის კომენტირებისას სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.