ებოლას ვისრუსის გავრცელების შემთხვევები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ამის შესახებ ებოლას წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს კოორდინატორმა დავიდ ნაბარომ განაცხადა.
„ამჟამად დაავადებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება", - განაცხადა ნაბარომ.
მისი თქმიით, დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა საკაოდ საშიშია, რადგანაც დაავადების გავრცელება იზრდება.
ნაბარომ განაცხადა, რომ ებოლას ვირუსით ინფიცირებულთა იზოლირება ყველაზე კარგი გამოსავალია.
კოორდინატორმა აღნიშნა, რომ დასავლეთ აფრიკაში ვირუსის კონტროლ ქვეშ აყვანა სამი თვის განმავლობაში გახდება შესაძლებელი. მან განმარტა, რომ მხედველობაში აქვს ვითარება, როდესაც ებოლას გავრცელების შემთხვევები შემცირებას დაიწყებს.