ხვალ, 2აპრილს, ე. წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული საოკუპაციო ბაზის ნაწილები ე. წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიგონზე წვრთნას დაასრულებენ.
ოკუპანტების წვრთნა 30 მარტს დაიწყო.
"სამხედრო წვრთნაში მონაწილეობს რუსული სამხედრო ბაზის სატანკო ბატალიონი. სამხედრო სროლები კი საშტატო იარაღიდან ხორციელდება", _ განაცხადა ე. წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იბრაჰიმ გასეევი