მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე სოზარ სუბართან შეხვედრას აპირებს. ამის შესახებ "დაიცავი საქართველოს" ოფისთან შეკრებულ ჟურნალისტებს გაჩეჩილაძემ თავად განუცხადა.
"არც მერობისთვის და არც საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის არ ვიბრძვი. მე ვიბრძვი გამარჯვების ერთიანი ფორმულის შექმნისთვის. ამიტომაც ვაპირებ სუბარს შევხვდე და მის წინადადებასთან დაკავშირებით ვესაუბრო~, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მზადაა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას, თუკი ოპოზიციური პარტიები ერთიან კანდიდატზე, თუნდაც ლევან გაჩეჩილაძის ან ინგა გრიგოლიას კანდიდატურაზე შეთანხმდებიან.