თბილისის მერიის წინ დასრულდა "ალიანსი საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების საპროტესტო აქცია, სახელწოდებით - "გილოცავთ, მატყუარებო".
მომიტინგეებმა თბილისის მერს, გიგი უგულავას და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტყუილის საერთაშორისო დღე მიულოცეს. მათი განცხადებებით, ხსენებული პირები საქართველოში ტყუილის "დიდი შემოქმედები" არიან.
მომიტინგეებმა ხელისუფლების "ტყუილების ტოპხუთეული" წარადგინეს, სადაც მათი თქმით, უგულავასა და სააკაშვილის ყველაზე დიდი ტყუილებია ასახული.
"ტოპხუთეულში" მოხვდა "მოდელირებული ქრონიკა" და ნაციონალური მოძარობის წინასაარჩევნო დაპირებები მათ შორის: "თბილისი _ დასაქმებულთა ქალაქი", "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე", "კეთილმოწყობილი თბილისი" და "მერიის გამჭვირვალე ბიუჯეტი"