"სიტყვას "შერიგებას" საქართველოში თავისებურად, აფხაზეთის ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში დაბრუნებად აღიქვამენ. ქართულმა მხარემ თავისი მოქმედებებით უნდა დაადასტუროს აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობის ფაქტი",_ აცხადებს რუსულ მედიასთან საუბარში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.
"აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდება. ეს ცხადია. დღეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იცნობს აფხაზეთს, აფხაზურ საზოგადოებას და განწყობებს აფხაზურ საზოგადოებაში მშვენივრად ესმის ეს", - აცხადებს ხინთბა და საქართველოს მხრიდან აფხაზეთისათვის გაკეთებულ წინადადებს "მელოდრამატულს" უწოდებს.
" საქართველოს ხელისუფლება კი პირველად როდი მოგვმართავს ჩვენ ასეთი მელოდრამატული მოწოდებებით სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ, ხოლო რეალურ მოქმდებებს ამისათვის არ ახორციელებს.
მინდა პრეზიდენტ ხაჯიმბას ციტირება მოვახდინო, რომელმაც განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დღეს თავის მოქმედებებით უნდა დაადასტუროს აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობის ფაქტი - აი ეს იქნება სინამდვილეში რეალური ნაბიჯი იმისათვის, რომ აფხაზეთსა და საქართველოს, როგორც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის დამყარდეს ნორმალური, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები",_ აცხადებს ხინთბა.
მისივე თქმით, მდინარე ენგურზე საზღვრის გამაგრებით "გაიზრდება უსაფრთხოება გალის რაიონის მოსახლეობისა".
"მოსაზღვრე საქართველოს ტერიტორიიდან ბოლო დრომდე ხორციელდებოდა დივერსიული საქმიანობა, რომელიც ინსპირირებული იყო საქართველოს მიერ. სწორედ იმიტომ, რომ გალის რაიონის მოსახლეობა დავიცვათ საზღვარი დაცული უნდა იყოს",_ აცხადებს ირაკლი ხინთბა.
მასალის გამოყენების პირობები