"ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პირველი არ არის - ჩვენ ამგვარ განცხადებებს უკვე მივეჩვიეთ და მათი აფხაზეთში არავის სჯერა",_ აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლის ღარიბაშვილის განცხადება არ არის პირველი. ჩვენ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან უკვე მივეჩვიეთ ამგვარი ხასიათის, მორიგე განცხადებებს ქართული მხრიდან. სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც თბილისს არაერთხელ განუცხადებია აფხაზებთან შერიგების აუცილებლობა, მაგრამ ეს შერიგება ძალიან უცნაურად აღიქმება ქართული მხარის მიერ.
შერიგებისკენ მიმართული რეალური ნაბიჯების ნაცვლად ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან ვხვდებოდით პროვოკაციებს, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დისკრიმინაციისკენ მიმარულ ქმედებებსა და ნაბიჯებს, რომლებიც ასევე გადადგმული იყო აფხაზეთის იზოლაციისკენ,_ აცხადებს ხინთბა რუსულ მედიასთან საუბარში და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯერაც არ უღიარებია ბრალი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გაჩაღებაში და ის დღემდე უარს აცხადებს აფხაზეთთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
"საქართველოს ჯერაც არ უღიარებია თავისი ბრალი 1992-1993 წლებში სისხლიანი ომის გაჩაღების გამო და მთავარი არის, რომ საქართველო დღეს უარს აცხადებს აფხაზეთთან იურიდიულად სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე.
ამიტომაც ჩვენ იმის გამო, რომ აფხაზეთის უსაფრთხოება ვუზრუნველვყოთ დღეს უნდა ვისაუბროთ საქართველო-აფხაზეთის საზღვრის გაძლიერებაზე. საქართველოს მოძრაობის ფონზე კი ნატოს მიმართულებით და აშშ-სთან მისი სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების ფონზე ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რასაც დღეს აფხაზეთში ჩემი აზრით ყველა ეთანხმება",_ აცხადებს ხინთბა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილი ამ განცხადებებს გარესამყაროსთვის აკეთებს და არა აფხაზური საზოგადოებისათვის.
"მათ სურთ აჩვენონ ყველას თითქოს აი, აფხაზეთი არის ჯიუტი და მას არ სურს დათმობებზე წასვლა, ხოლო საქართველო არის ღია კომპრომისებისათვის - სიმანდვილეში ეს ასე არ არის",_ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ ეს განცხადებები ასევე კეთდება შიდა ქართულიუ აუდიტორიისთვის, სადაც დარჩენილია "ჯგუფები საზოგადოებისა" რომლებიც მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება არის მთავარი მიზანი, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს".
"ეს არის მხოლოდ რიტორიკა რომლის აფხაზეთში არავის არ სჯერა",_ აცხადებს ირაკლი ხინთბა.
მასალის გამოყენების პირობები