აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებისათვის საქართველოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან გამოყენებული დისკრიმინაციის ფაქტებზე გაამახვილებს ყურადღებას. განცხადებას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში "შევიდა აფხაზეთის მოქალაქეების შეტყობინება, რომლებიც ვარშავაში მიემგზავრებოდნენ და მათ შენგენის ვიზის გაცემაზე უარი განუცხადეს. ამას გარდა, აფხაზი ჟურნალისტების ჯგუფს უარი ეთქვა ჩეხეთში შეშვებაზე".
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში პოლონეთის საერთოს საკონსულოს ქმედებებს დისკრიმინაციულ უწოდებს, რომელიც საღ აზრსა და ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.
უკვე დალაგებული დისკრიმინაციული სცემის მიხედვით, პოლონეთის საკონსულოს თანამშრომლებმა სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და აფხაზეთის მოქალაქეებს დამცინავად განუცხადეს, რომ მათ ვიზებისათვის თბილისისათვის უნდა მიემართათ",_ ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისრტოს განცხადებაში და იქვე აღმნიშნულია, რომ ეს და სხვა მაგალითები მოწმობს, რომ საქართველო ინიღბება რა მშვიდობისმოყვარე განცხადებებითა და დეკლარაციებით მშვიდობიანი ცხოვრების შესახებ ამავდროულად აგრძელებს ბრძოლას სხვა საშუალებებით.
"აფხაზეთში იციან, რომ საქართველოს არ უნდა დაუჯერონ და მის "ხმამაღალი სამშვიდობო წინადადებების" საუკეთესო პასუხი იქნება თავდაცვითი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება რუსეთის ფედერაციასთან და ასევე ამაღლება რუსულ-აფხაზური ინტეგრაციული პროცესებისა და ყველაფერ ამის ახალი შეთანხმებით გამყარება, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის ბოლოსათვის უნდა მოეწეროს",_ ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სეპარატისტები ასევე აცხადებენ, რომ ამ საკითხს ისინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე დააყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები