აფხაზეთში პენსიები რუსული ფინანსური დახმარების ხარჯზე გაიზრდება. განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმა ბესლან ბუთბამ ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, რუსეთი შიდა აფხაზური პენსიის მხარდაჭრისათვის 500 მილიონ რიბლს გამოყოფს. საუბარი მიდის აფხაზეთის იმ ე.წ. მოქალაქეებისათვის პენსიის გაზრდაზე, რომლებსაც არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და მათზე ვინც არ იღებს რუსულ პენსიას.
"ასეთი აფხაზეთში 11 ათასი ადამიანი. ამ ადამიანსბ უნდა დავეხმაროთ და პოენსია უნდა გავზარდოთ. მათ ექნებათ პენსია რომელიც რუსული პანსიი ტოლი და მასზე ცოტა მეტიც იქნება",- განაცხადა ბუთბამ.
ამჟამად, აფხაზეთის ე.წ. მოქალაქოს პენსია (ასაკობრივი) 500 რუსულ რუბლს შეადგენს.