"საქართველოს მიმართ აფხაზეთის სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს",_ განაცხადა პარტია "სახალო ერთიანობის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ.
"საქართველოს მიმართ, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რევანშიტული გეგმები აფხაზეთის სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს. მდინარე ენგურზე არსებული სახელმწიფო საზღვრის გამაგრება გაგრძელდება",_ აცხადებს ხაჯიმბა და აღნიშნავს, რომ "ქვეყნის" უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქ მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი უნდა არსებობდეს და "ყველა სხვა გამშვები პუნქტი უნდა დაიხუროს".
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში გალის რაიონში მდინარე წნგურზე მდებარე მთავარი გამშვები პუნქტის გარდა, გახსნილი ხუთი დამატებითი გამშვები პუნქტი. ოთხი ქვეთთათვის და ერთი ავტომობილებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები