მოსკოვის ურთიერთობები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არ არის რუსეთისა და საქართველოს სპეცწარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების დროს განხილვის თემა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში დაგეგმილი, რიგით მერვე შეხვედრის წინ გააკეთა. პრაღაში გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა 15-16 ოქრტომბერს უნდა გაიმართოს.
კარასინი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა "ახლა მზადდება".
"განვიხილავთ ჩვენი ურთიერთობების სპექტრს. რა თქმა უნდა დახურული თემები განსახილველად არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან",_ განაცხადა კარასინმა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას საუბრობენ თუ არა ისინი შეხვედრის დროს უკრაინის საკითხზე კარასინმა განაცხადა: ძირითადად ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებზე ვკონცენტრირდებით, თუმცა, რა თქმა უნდა საერთო საერთაშორისო პრობლემებზეც ვახდენთ აზრთა გაზიარებას".