მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში რუსმა ოკუპატებმა მდინარე ენგურზე მდებარე ადმინისტრაციულ საზღვარზე 3,5 ათასი ე.წ. საზღვრის დამრღვევი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
„რესპუბლიკა აფხაზეთის სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების ჩატარების შედეგად აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახურის დანაყოფებმა 2014 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს: სახელმწიფო საზღვრის დარღვევისათვის 3,5 ათასზე მეტი ადამიანი, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისათვის დაახლოებით 1,5 ათასი ადამიანი და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისათვის 200 ზე მეტი ადამიანი",_ იუწყება ოკუპირებულ აფხაზეთში მდგარი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამმართველოს პრესსამსახური.
მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვებ პუნქტებზე გატარებულია 800 ათასი ადამიანი და 25 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება.
1900 ადამიანზე მეტი საზღვარზე არ გაატარეს, ვინაიდან მათ „საბუთები არ ჰქონდათ წესრიგში".
მასალის გამოყენების პირობები