შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას რომ შესაძლოა, ენგურზე ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტოს, ხოლო მდინარე ფსოუზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი გახსნას, ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული იდეა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ, რეალურად ვერ ხორციელდება.
"პირველი წელი არ არის რაც ამაზე საუბარი მიდის, მაგრამ აშკარად რაღაც წინააღმდეგობებს აწყდება ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ ვიცით რა წინააღმდეგობაა ეს და ამიტომ ველოდებით აბა როგორ გადალახავენ იმ წინააღმდეგობას რის გამო, ისინი მუდმივად ლაპარაკობენ და საბედნიეროდ, ვერ ახერხებენ ამის გადალახვას", - განაცახდა ზაქარეიშვილმა, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობდა წინააღმდეგობაში მინისტრს არ დაუკონკრეტებია.