"რუსეთის მოქმედება, ეს ჩემი მთავარი სადარდებელია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. სქემა ნათელია. მოლდოვა, საქართველო, ახლა კი უკრაინა",_ წერს თავის სტატიაში სახელწოდებით „პუტინის რუსეთი - ჩემი ყველაზე დიდი სადარდებელია" ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
„ჩვენს აღმოსავლეთის საზღვარზე რუსეთმა საერთაშორისო ნორმებისადმი სრული უპატივცემულობა გამოავლინა და გადაწყვიტა სახელმწიფო საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა. სქემა ნათელია. მოლდოვა, საქართველო, ახლა კი უკრაინა. მოსკოვის მთავარი მიზანი არის ის, რომ ხელი შეუშალოს თავის მეზობლებს საკუთარი გზის ამორჩევაში.
რუსეთის მოქმედება - ეს ჩემი მთავარი სადარდებელია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ჩემს პირველ სიტყვაში ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე, რომელიც 2009 წლის სექტემბერში წარმოვთქვი, მე აქცენტი გავაკეთე რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების აუცილებლობაზე. მაშინ მე ამას ისტორიულ შესაძლებლობად მივიჩნევდი, რომელსაც ჩემი თაობა ხელიდან ვერ გაუშვებდა",_ წერს რასმუსენი და აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში რუსეთთან საერთო ენის გამონახვა მაინც ვერ მოხერხდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის საზღვრები ტერორიზმთან, ნარკოტოკებთან და მეკობრეობასთან საერთო ბრძოლაში, ჩვენ მაინც ვერ გამოვნახეთ საერთო ენა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების საკითხში.
უკრაინის მიმართ გამოვლენილი აგრესია გახდა გამოწვევა ჩვენი ხედვისადმი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მიმართ. მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობებისა, კომუნიზმის დაცემის შემდეგ რუსეთი ნატოს ნარტნიორად კი არა მტრად მიიჩევს",_ წერს რასმუსენი.
მისივე აზრით, თუ რუსეთი კურსს არ შეიცვლის მოსკოვთან თანამშრომლობა სერიოზულ პრობლემად დარჩება.
„თუ რუსეთი თავის კურსს არ შეიცვლის, შეუძლებელია ჩვენ საერთო საქმე გვქონდეს და როგორც ვფიქრობ, მოსკოვთან თანამშრომლობა უახლოეს მომავალში სერიოზულ პრობლემად დარჩება.
ამიტომაც უელსის სამიტზე ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგით იმისათვის, რომ იყოს გარანტია იმისა, რომ ნატო მზადაა სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედოს, იმისათვის რათა ყველა თავისი წევრი ნებისმიერი მხრიდან მომდინარე საფრთხისაგან დაიცვას.
ჩვენ მუდმივად დავრჩებით აღმოსავლეთ ევროპაში, გავზრდით რა ჩვენი თვითმფრინავების რაოდენობას ჰაერში, გემების რაოდენობას ზღვაში და სამხედროების რაოდენობას ხმელეთზე. ჩვენ ასევე შევქმნით სწარფი რეაგირების ძალებს, რომლებსაც შეეძლებათ რამდენიმე დღის განმავლობაში ნებისმიერ კრიზისზე მოაზდინონ რეაგირება აღმოსავლეთსა და სამხრეთში",_ წერს ნატოს გენერალური მდივანი.
შეგახსენებთ, რომ ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს. 1 ოქტომბერს მას ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი შეცვლის.