უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 8 ნოემბრის ღამეს რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
„გუშინ ღამით რუსულმა მოიერიშე დრონმა ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა, რის შედეგადაც მეოთხედან მეექვსე სართულამდე ბინები დაზიანდა. ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა უკვე ჩააქრეს. სამაშველო ოპერაციების დროს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა 28 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 5 ბავშვი. ასევე, ქალის ცხედარი იპოვეს მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში,“ - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
დაშავებულთაგან 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.