დაღესტანში კუზლურტოვის რაიონში სოფელ კულზებში წუხელ მილიციის მაიორი აბდურახმან მაგომედოვი დახვრიტეს. კუზლურტოვის რაიონის მილიციის სამმართველოს ინფორმაციით, სამართალდამცავი მიღებული ჭრილობებიგან ადგილზე გარდაიცვალა.
"აღნიშნული ინციდენტი წუხელ მოხდა. მილიციის მაიორი ღამით საკუთარი სახლის ეზოში გამოვიდა, ამ დროს უცნობმა პირებმა მას ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიღებული ჭრილობებისგან მაიორი ადგილზე გარდაიცვალა",_ აცხადებენ კუზლურტოვის რაიონის მილიციის სამმართველოში.
მათივვე ინფორმაციით, რაიონში გეგმა "პერეხვატი" გამოცხადდა, რომელიც ამჟამადაც მოქმედებს და მაიორის მკვლელების ძებნა მიმდინარეობს. სამართალდაცავები ასევე აცხადებენ, რომ მილიციის მაიორის მკვლელობის მიზეზი შესაძლოა მისი პროფესიული მოვალეობის შესრულება გახდა.