ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% თბილისის მერის არჩევნებში მხარს დედაქალაქის მოქმედ მერს გიგი უგულავას უჭერს.
კითხვაზე - ხვალ რომ თბილის მერი არჩევნები ტარდებოდეს ვის მიცემდით ხმას?
გამოკითხულთა 42% მხარს გიგი უგულავას, 11% - ირაკლი ალასანიას, 9% - გოგი თოფაძეს და 3% - გია ჭანტურიას დაუჭირა.
კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IღRI-სა და UAID-ის დაფინანსებით ჩაატარა. სულ გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული საქართველოს 1 800 მოქალაქე; აქედან - 1000 საქართველოს რეგიონებში, ხოლო 800 - დედაქალაქში.