ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი პროკურატურაში დარიგებული მაღალ პრემიერს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურა „მართლაც იმსახურებენ ამხელა პრემიებს, ქვეყნის წინაშე გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის.
„ბოლო დღეებია, რაც ხმალ ამოღებით საუბრობენ პროკურატურაში ბოლო 6 თვის განმავლობაში დარიგებულ პრემიებზე, რომელიც თითქმის 4 მილიონი ლარია. ვფიქრობ, რომ პროკურატურაში, მართლაც იმსახურებენ ამხელა პრემიებს, ქვეყნის წინაშე გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის. ჯერ მარტო რად ღირს:
1. ჩემი XXI საუკუნის ყველაზე დიდ ეკონომიკურ დამნაშავედ შერაცხვა.
2. ჩემი, 3000-მდე უმუშევრად დარჩენილი თანამშრომელი.
3. ბიუჯეტისთვის დაკლებული ათეულობით მილიონი ლარი.
ასე, გააგრძელეთ ქვეყნის განვითარებისთვის შრომა ! გენაცვალეთ!", - წერს ცეზარ ჩოჩელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.