პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშივილის განცხადებით, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი ვინც გაბედავს რაიმე სახის დესტრუქციულ მოქმედებას. Aამის შესახებ, პრემიერმა შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ,,ალიასთვის" მიცემული ინტერვიუ საპასუხოდ განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილი ზოგადად არის ცნობილი, როგორც დესტრუქტორი და მთავარი არეულობის შემომტანი. მე მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა არეულობის შემოტანის დასრულდება მათთვის ძალიან ცუდად. Yყველა ადამიანი ვინც არ უნდა იყოს ის და როგორი საფარქვეშ არ უნდა მოქმედებდეს საქართველოში, დღეს სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და მინდა ყველას გასაგონად ვთქვა სახელმწიფო იქნება დაუნდობელი ვინც გაბედავს რაიმე სახის დესტრუქციულ მოქმედებას. ჩვენ ქვეყანას აქვს სტაბილური ხანა, სტაბილური პერიოდი. ჩვენ არ გავქვს ასეთ დესტრუქტორებზე დასახარჯი დრო. ამას მიხედავს შინგანა საქმეთა სამინიტრო ", - განაცხადა ღარიბაშვილმა და განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კივსა და თურქეთში გამართულ შეხვედრებზე ,,ნაცმოძრაობის" წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებს ქვეყანაში 500 კაციანი მობილური ჯგუფების შექმნა დაავალა რომლის მიზანი საქართველოს დესტაბილიზაცია იქნება.
,, ჩემთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალება ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებს. Eეს დავალებები გაიცა თურქეთისა და კიევის შეხვედრებზე. სააკაშვილს მიცემული აქვს დავალება, რომ შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500 კაციანი მობილური ჯგუფები. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ. მოახდინონ პოლიციის პროვიცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმნან ა ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში", - აცხადებს ჭიკაიძე ,,ალიასთან" ინტერვიუში.