ექსპერტი უსაფრთხოების საკითებში ხათუნა ლაგაზიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში სახიფათო ტენდენციები იკვეთება. კერძოდ, ექსპერტი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი თავად იჭრის იმ ტოტს რომელზეც ზის. კერძოდ კი, ლაგაზიძის თქმით, ხელისუფლება თავად ებრძვის მისსავე წიაღში წარმოშობილ საზოგადოებისთვის მისაღებ პოლიტიკურ ლიდერებს, ნაცვლად იმისა, რომ სწორედ მათზე ააგოს სამოქმედო სტრატეგია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
,, ზოგადად ჩემთვის გამაოგნებელია დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება, როცა მათთვის მიუღებელია ხელისუფლების შიგნით რამდენიმე ლიდერის არსებობა. Eეს დამოკიდებულება აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩანს და არა მხოლოდ პრეზიდენტის მიმართ. ხელისუფლების შიგნით არსებული მეტ-ნაკლებად პოპულარული ლიდერის მიმართ აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერს აგრესია და მიუღებლობა აქვს. ნაცვლად იმისა, ხელისუფლება ამაყობდეს იმით რომ მის წიაღში არის რამდენიმე პოპულარული ლიდერი და ამაზე აგებდეს სტრატეგიას, ქვეყნის შიგნით და ასევე ფარგლებს გარეთ. პირიქით ისინი, ხელისუფლების შიგნით, ყველა გამოვლინებას დამოუკიდებელი ლიდერის სახის ფორმირებიას მწვავედ ახშობენ: იგივე შეკვეთილი სტატიებით, ამ ადამიანების ლაფში ამოსვრის მცდელობებით და ა.შ. ასე რომ, პრეზიდენტი მარგველაშვილი თავისი რანგიდან გამომდინარე, როგორც სახელმწიფოს პირველი პირი, განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ იქნება, მაგრამ ანალოგიური დარტყმის ქვეშ ექცევიან ამ ხელისუფლების მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეებიც. Eყველაფერი ეს არის სრული ნონსენსი და ყოვლად გაუგებარი, მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ხელისუფლების შიგნით თუ ავტორიტარიზმი უნდათ_ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლიდერი და დანარჩენი ყველა უსახური საჯარო მოხელე და ზოგადად ასეთი დამოკიდებულება გაქვს საკუთარი გუნდი წევრების მიმართ, შესაბამისად შანსი თუ მოგეცემა ამავე დამოკიდებულებას გამოამჟღავნებ ზოგადად ქვეყნისა და საზოგადოების მიმართაც. Aამიტომ ეს თავისთავად უდავოდ სახიფათო ტენდენციაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ როცა გუნდური, სოლიდარული დამოკიდებულების პრინციპი არსებობს გაცილებით იოლია ქვეყნის მართვა და გაცილებით უფრო ხანგრძლივათაა პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში. ამიტომ ხელისუფლებას რაც უფრო მეტი წარმატებული სახე ეყოლება, ეს ზოგადი გუნდი წარმატებაც იქნება. ამიტომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, როცა ხელისუფლება ცდილობს თავისავე წიაღში წარმოშობილი ლიდერების განადგურებას. ხელისუფლება ვერ ამჩნევს როგორ იჭრის იმ ტოტს, რომელზეც სხედან. Eეს არის იმის ნიშანი როცა ადამიანი ხელისუფლებაში მოუმზადებელი მოდიხარ, კისერზე ბევრი მძიმე ტვირთი გაწვება და აღარ იცი როგორ შეინარჩუნო. დღეს რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება Eეს არის სწორედ ამის მიზეზი", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლაგაზიძემ