ყანდაღარის საავიაციო ბაზას ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური (IJC Commander) გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი ეწვია.
ამერიკელმა გენერალმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები სადილზე მიიწვია და ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისთვის ქართველ ჯარისკაცებს მადლობა პირადად გადაუხადა.
სადილის დასრულების შემდეგ, მან ხუთ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.