აპრილის შუა რიცხვებში სეპარატისტულ აფხაზეთში ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი ჩავა. აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს, აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას, აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ ღვინჯიასა და აფხაზეთის ე. წ. პარლამენტის დეპუტატებს შეხვდება.
აფხაზური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის შემდეგ ნიკარაგუა იყო მეორე ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ნიკარაგუაში იმყოფებოდა, სადაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს სეპარატისტულ აფხაზეთსა და ნიკარაგუას შორის "დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ და "აფხაზეთსა და ნიკარაგუას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციების შესახებ".
მასალის გამოყენების პირობები