ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული საოკუპაციო ბაზის ნაწილები ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიგონზე იწვრთნებიან. ოკუპანტების წვრთნა დღეს 30 მარტს დაიწყო და იგი 2 აპრილს დასრულდება.
"სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს რუსული სამხედრო ბაზის სატანკო ბატალიონი. სამხედრო სროლები კი საშტატო იარაღიდან განხორციელდება", _ განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იბრაჰიმ გასეევმა.
მასალის გამოყენების პირობები