საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ შოთა მალაშხიას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შიზოიდურ მდგომარეობაშია.როგორც მალაშხიამ „პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კიევის დასაპყრობად მას 6 მილიონი ადამიანის მოკვლა მოუწევს.
"პუტინი არის შიზოიდურ მდგომარეობაში. იმუქრება, რომ უკრაინის აღება ორ კვირაში შეუძლია. ამისთვის მას 6 მილიონი ადამიანის მოკვლა მოუწევს. მისი კრახი გარდაუვალია და ამას ჩვენ დიდი ხნის წინ ვამბობდით", - აცხადებს მალაშხია და დასძენს, რომ პუტინს ჰიტლერის და სტალინის სენი სჭირს , რომელსაც მომავალი თანამედროვე სამყაროში არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები