ქვეყნის მთავარი ლეიბორისტი დღეიდან ამოქმედებულ რეგულაციას „სააფთიქაო გენოციდს" უწოდებს. როგორც შალვა ნათელაშვილმა განმარტა, ის ამ რეგულაციების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს. მისი თქმით, ამ რეგულაციებით ხელისუფლებამ ისედაც რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები კიდევ უფრო პირობებში ჩააყენა.
„დღეიდან იურიდიულად შევიდა ძალაში სააფთიქაო გენოციდი, მასობრივო რეცეპტიზაციის სახით. მაინტერესებს რას უპასუხებენ, ვისაც დაემართებათ ჰიპერტონიული კრიზი, ალერგიული შეტევა, არითმია, და რომლებთაც იმავე წუთში სჭირდებათ წამალი. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომელიც წინა მთავრობამ გადამალა ბათუმში, სასწრაფოდ შეაჩერონ გამანადგურებელი კანონმდებლობა"- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.