არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაიწყო ღვინის გაყიდვა, რომელიც 24 კარატიან სუსალური ოქროს ჭურჭელშია მოთავსებული. პროდუქცია Lootah Premium Foods მიერაა წარმოებული, რომელიც დელიკატესების წარმოება/დისტრიბუციაზეა ორიენტირებული.
ღვინოს დასამზადებლად გამოყენებულია ესპანეთში მოწეული ყურძენი. თუ რა ღირს ოქროს ჭურჭელში ჩამოსხმული ღვინო ამ დროისათვის არ კონკრეტდება.
Lootah Premium Foods-ში განმარტავენ, რომ ღვინოს ძირითადად ქორწილებისათვის, დაბადების დღეებისათვის და კორპორატიული წვეულებებისათვის ყიდულობენ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Lootah Premium Foods-ი იმ ბიზნესჯგუფში შედის, რომელიც ყატარელი ბიზნესმენის აბდულა კასერას საკუთრებაა.