გაეროში დაგეგმილ კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვა, თუმცა აქამდე ცნობილი იყო, რომ ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტი უნდა გამოსულიყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესამსახურშ განუცხადეს, ყველა ვიზიტს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს და პრემიერის აპარატი ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთბს.
განცხადება იმის შესახებ რომ ნიუ იორკში სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოვა მედიასთან საუბარში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკანიანმა „ქორთიარდ მაერიოტში" მიმდინარე კონფერენციაზეც დაადასტურა. ღარიბაშვილის ვიზიტი აშშ-ში 21-29 სექტემბერს არის დაგეგმილი.