უკვე გამოვლენილია ის ქვეყნები, სადაც შესაძლოა „EuroBasket 2015" ჩატარდეს. ტურნირში 24 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და მათ შორისაა საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. როგორც ცნობილია „EuroBasket 2015"-ი უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და კრიზისის ფონზე, ქვეყანამ ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი განაცხადა.
„EuroBasket 2015"-ის მასპინძლობაზე, რომელიც 2015 წლის 5-20 სექტემბერს უნდა გაიმართოს, ამ დროისათვის 8 ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას. კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა თურქეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ფინეთს, ლატვიას, პოლონეთს, ისრაელს და ხორვატიას სურს. თუმცა საბოლოოდ რომელი ქვეყანა იქნება შერჩეული და ვინ უმასპინძლებს „EuroBasket 2015"-ს, ეს მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გაირკვევა.
მასალის გამოყენების პირობები