საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინუგურაციას დაესწრება.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია 28 აგვისტოს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება. მას 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრი დაესწრება.
თურქეთის რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის ჩანქაის სასახლეში შედგება.
ინაუგურაციის შემდეგ კი მიწვეული სტუმრებისთვის საზეიმო მიღება და ოფიციალური ვახშამი გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები