ბათუმს 4 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. შედეგად, მუნიციპალური ბაღები დამატებით1000 აღასაზრდელს მიიღებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში 6 ათას 600 აღსაზრდელია.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დღეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მოადგილესა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.