27 აგვისტოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს ამა წლის აგვისტოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური რეიტინგები.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 11:00 საათზე, სასტუმროში „Courtyard Marriott".
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,338 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.