ცხინვალის რეგინში დისლოცირებული რუსი სამხედრო ბაზები დღეიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პოლიგონზე წვრთნებს დაიწყებენ.
ამის შესახებ სააგენტო "რესი" ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრ იბრაგიმ გასეევზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული ბაზები ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პოლიგონზე წვრთნებს 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაივლიან.
"წვრთნებში სამხრეთ ოსეთში განლაგებული სამხედრო ბაზების მძიმე ტექნიკაც მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც საკონტროლო გასროლას განახორციელებენ", - აღნიშნა გასეევმა.