გერმანიამ ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე დამატებით დამხმარე ძალები გააგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთში განთავსებულ ნატოს სამხედრო ბაზაზე (ემარის აეროდრომი) 160 გერმანელი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს, რომელბიც პორტუგალიელ, კანადელ და ნიდერლანდელ სამხედროებთან ერთად ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეს გააკონტროლებენ.
კვირის ბოლომდე ესტონეთში გერმანიიდან დამატებით 4 თვითმფრინავი გაიგზავნება.
„ბუდესვერელების მისია, რომლებიც ესტაფეტას დანიელი სამხედროებისგან იღებენ, ოთხი თვე გაგრძელდება", - ნათქვამია dw.de-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გამაგრება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის შემდეგ გახდა აუცილებელი.
ესტონეთი, ლიტვა, ლატვია და პოლონეთი სულ უფრო მზარდ შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის შესაძლო აგრესიასთან დაკავშირებით.