ბათუმმა წელს უკვე მეათედ უმასპინძლა „თეგეტა მოტორსისა" და „ბრიჯსთოუნის" ერთობლივ რბოლას Bridgestone Black Sea Cup-ს. 12 საათიანი დაძაბული და საოცრად ექსტრემალური რბოლის შემდეგ, ბრიჯსთოუნის შავი ზღვის გამარჯვებული, დათა ქაჯაია გახდა, მეორე ადგილი ოთო თავართქილაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი ვანო მძელურმა დაისაკუთრა. რბოლა გვიან ღამით დასრულდა, მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, უამრავი მაყურებელი ბოლომდე გულშემატკივრობდა მრბოლელებს. შეჯიბრი ძალიან დაძაბულ სიტუაციაში მიმდინარეობდა, წინასწარ ვერავინ განსაზღვრავდა შედეგებს. წლევანდელი რბოლა გამორჩეულად სანახაობრივი აღმოჩნდა.
წლევანდელ შეჯიბრში 70-მდე ავტომრბოლელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ქალბატონებიც. აღსანიშნავია რომ Bridgestone Black Sea Cup 2014-ს გამარჯვებული ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ავტომრბოლელია, დათა ქაჯაია ევროპის მოქმედი ჩემპიონია, შეჯიბრზე ის წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდ MIA Force-ს.
სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ „ბრიჯსტოუნ კორპორეიშენის" და „მიცუბიში კორპორეიშენის" წარმომადგენლები იაპონიიდან, ასევე დელეგაცია კომპანია Motul-დან. შეჯიბრს ესწრებოდნენ „თეგეტა მოტორსის" ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები.
ღონისძიება გაიმართა ბათუმის მერიის პატრონაჟით. ავტორბოლის მხარდამჭერები: გენერალური სპონსორი პრემიუმ ხარისხის საავტომობილო ზეთი Motul, რბოლის ოფიციალური მზღვეველი სადაზღვევო კომპანია კოპენბური, ოფიციალური პარტნიორები - ტოიოტა ცენტრი თეგეტა და SONAX. მედია პარტნიორები: რუსთავი 2, აჭარის ტელევიზია; ინტერნეტ მხარდამჭერი: myvideo.ge, საინფორმაციო მხარდაჭერა: marketer.ge, ჟურნალები: EGO MEN, ინტერვიუ, TM Autograph; რადიოები: ფორტუნა, ფორტუნა +, ავტორადიო, არ დაიდარდო;
მასალის გამოყენების პირობები