დღეს, 30 მარტს, საქართველოში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტეოდორ ბაკონსკის ოფიციალური ვიზიტი იწყება.
10:35 საათზე ტეოდორ ბაკონსკი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს მოინახულებს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. 11:00 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგება შეხვედრა საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომლის დასრულების შემდეგ, 12:00 საათზე, გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. 14:30 საათზე რუმინეთის საგარეო სქმეთა მინისტრი მცხეთაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საველე ოფისს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ტეოდორ ბაკონსკი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან.