დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ენგინ არიქანთა.
ენგინ არიქანი აჭარაში დიპლომატიურ საქმიანობას 3 წელი ახორციელებდა, იგი ვადის ამოწურვის გამო მოღვაწეობას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაარძელებს. ბათუმს ახალი კონსული სექტემბერში ეყოლება.
შეხვედრაზე მინისტრმა და კონსულმა 3 წლიანი თანამშრომლობა შეჯამეს და ერთობლივად განხორციელებული პროექტები განიხილეს. თურქეთის მხარის ხელშეწყობით გასული 2 წლის განმავლობაში აჭარაში აშენდა და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა სოფელ ცხემლარის თემის სამედიცინო პუნქტი, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ასევე, ინვენტარით აღიჭურვა შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი. ენგინ არიქანის თქმით თურქეთის მხარე გაარძელებს აჭარაში დაწყებულ პროექტებს, რომლთა შორის ერთ-ერთი ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა სამსახსვრო საჩუქრები გაცვალეს.