ცესკოს სამუშაო ჯგუფი არჩევნების დღის მასალის დაარქივებას და ვიდეომასალის ინტერვალის გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია ცესკოს სამუშაო ჯგუფმა დღეს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს მიაწოდა, რომელიც საარჩევნო მონიტორინგისთვის არის შექმნილი. ცესკოს სამუშაო ჯგუფში შედიან იმ კვალიფიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ცესკოში არიან წარმოდგენილნი. სამუშაო ჯგუფმა რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა შეიმუშავა გარკვეული რეკომენდახიები, რაც მათი თქმით აუცილებელია არჩევნების სამართლიანი ჩატარებისათვის.
რეკომენდაცია არის ძირითადდა სამი სახის: პირველია არჩევნების დღის დაარქივების აუცილებლობა. აქამდე ეს აუცილებლობა არ არსებობდა. ამასთან, მათი განმარტებით, საარქივო მასალა შენახული უნდა იქნას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიდრე აღნიშნული არჩევნები აქტუალობას არ დაკარგავს.
მეორე საკითხი ეხება ვიდეომასალით სარგებლობის ინტერვალის გაზრდას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით დაინტერესებულმა პირმა, რომელიც მიმართავს ცესკოს მასალის ნახვის მოთხოვნით, მას მხოლოდ 15-წუთიანი ინრტერვალის ნახვის საშუალება ეძლევა, სამუშაო ჯგუფი კი ამ ინტერვალის გაზრდას ითხოვს, თუმცა არ კონკრეტდება ინტერვალი როგორ უნდა გაიზარდოს. მათი განმარტებით, ეს იმ პირთა გაადასაწყვეტი უნდა იყოს, ვინც მასალას ითხოვს.
მესამე საკითხი კი შეეხება საარჩვენო ყველა უბნის თანამედროვე ვიდეოთვალით აღჭურვას. როგორც ცნობილია 3500-მდე არსებული უბნიდან ვიდეოთვალი დაახლოებით 1300 უბანზე არსებობს.
პარალმენტის ინტერფრაცქიული ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის ეს რეკომენდაციები მისაღებია, თუმცა როგორც ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ გურამ ჩახვაძემ დახურული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთნა საუბრისას განაცხადა, ცესკოს სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხებს განიხილავს თავად ცესკოსთან და ცესკო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პარალმენტის ჩარევა იქნება თუ არა საჭირო. პარალმენტის ჩარევა კი ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, თუკი ამის საჭიროება დადგება.
მასალის გამოყენების პირობები