. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს აუდრონიუს აჟუბალისს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თემურ იაკობაშვილმა განუცხადა, ლიტვის საგარეო უწყების პირველ პირს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და იმაზე ესაუბრა, თუ რა ზომების მიმართვას აპირებს ქვეყნის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნები დაინტერესებულები არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით. აუდრონიუს აჟუბალისს შესაძლებლობა აქვს მას შემდეგ, რაც იგი სადმე დააყენებს საქართველოს საკითხს, უშუალოდ საკუთარი თვალით ნანახსა და გაგონილზე ისაუბროს. საქართველოში ამ ვიზიტით მას ასევე ეძლევა საშუალება ნახოს თუ როგორ ცხოვრობენ დევნილები და მოისმინოს ინფორმაცია, თუ რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში", _ დასძინა იაკობაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები