ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ ჩახვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე მომზადებული რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა. პირველი რეკომენდაცია კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებში დამონტაჟებულ ვიდეოთვალზე გაკეთებული ჩანაწერების საჯაროობას და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას შეეხება.
მეორე რეკომენდაციის თანახმად, შესაბამის პირს საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეძლოს ზემოთხსენებული ჩანაწერის არა მხოლოდ 15-წუთიანი მონაკვეთის გამოთხოვა, არამედ ეს ინტერვალი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს და შესაძლოა შეუზუდავიც კი გახდეს.
ამასთან, უნდა მოხდეს აღნიშნული ჩანაწერების შენახვა და სათანადო არქივის შექმნა. ჩახვაძის თქმით, ამ რეკომენდაციებზე მსჯელობა კვლავაც გაგრძელდება, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან შეხვედრისას.
"არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება არცერთმა ტექნიკურმა საკითხმა არ უნდა შეაფერხოს", _ აღნიშნა ჩახვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები