"ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი თბილისი-მოსკოვს შორის სააღდგომოდ ფრენების აღდგენას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს.
როგორც ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ფრენების აღდგენა სწორედ მისი მოსკოვში ვიზიტებისა და იქ გამართული მოლაპარაკებების შედეგია".
"თუმცა ხელისუფლებას ამის აღიარება არ სურს. აგრეთვე რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა მაისისთვის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებამდეც არის შესაძლებელი, ისევე, როგორც ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე დაბრუნება და კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონში სააკაშვილის მიერ გამოსახლებული დევნილების დაბრუნება", - განაცხადა ნოღაიდელმა.
მისივე განმარტებით, მოსკოვში ვიზიტებმა დაადასტურა, რომ საქმიანი და პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში რუსეთსა და საქართველოს შორის არასებული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია.
"ოპოზიციაში ყოფნის პირობებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგების გზაზე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოხერხდა, თუმცა "ეროვნული საბჭოსთვის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა მტიკვნეული საკითხის მოგვარება გახდება რეალური", - განმარტა მან.
მასალის გამოყენების პირობები