"სახალხო დემოკრატების" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქელებს კომუნალურ გადასახადებზე დარიცხული დავალიანების 5-დან 10 წლამდე გადავადებას ჰპირდება.
"ჩემს მერად არჩევისა და საკრებულოში "სახალხო დემოკრატების" მოსვლის შემთხვევაში, სექტემბრიდან სპეციალური მუნიციპალური პროექტის განხორციელებას დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თბილისის ბიუჯეტში გამოინახება ფულადი ფონდი და მოსახლეობას გაზის, წყლის, დენის და დასუფთავების დავალიანება გადაუვადდებათ 5-დან 10 წლამდე", _ აცხადებს ივანიშვილი.
მისივე განმარტებით, დავალიანების გადავადების ფინანსური გარანტორი თბილისის მერია და თბილისის ბიუჯეტი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები