საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს ოფიციალურად 31 მარტამდე დაასახელებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
“საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს 31 მარტის ჩათვლით აქვს უფლება თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოაცხადოს. აქედან გამომდინარე პრეზიდენტი აღნიშნულ განცხადებას სამი სამუშაო დღის განმავლობაში გააკეთებს, რომელიც მას კანონის მიხედვით აქვს დარჩენილი”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან, პრეზიდენტის პირეს-სპიკერმა განმარტა, რომ სახელისუფლებო კანდიდატს თბილისის მერის პოსტზე და საკრებულოს თავმჯდომარედ ნაციონალური მოძრაობა დაასახელებს და არა პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები