საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცახდებით, პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი საქართველოში აშშ-ს სახმედრო ბაზების აშენებაზე არ არის. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამარულ ბრიფინგზე განაცხადა.
“პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებას ქართულ მედიაში გარკვეული ინტერპრეტაციები მოყვა და გაჟღერდა მოსაზრება, თითქოს საქართველოში აშშ სამხედრო ბაზების აშენებას გეგმავს. აღნიშნულან დაკავშირებით პრეზიდენტი აცხადებს, რომ განცხადებაში სამხედრო ბაზების აშენებაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, უბრალოდ აშშ ქართული ჯარისთვის სოლიდურ დახმარებას აპირებს. კერძოდ ეს შეეხება ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართულ კონტიგენტის აღჭურვას” – განაცხადა მანჯგალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები