დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ირაკლი ალასანიას პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილეაბს სავარაუდოდ დღეს მიიღებს. როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალსიტებთან საუბრისას დაადასტურა, იგი დღეს ირაკლი ალსანიასთან გამართავს შეხვედრას და არ გამორიცხავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დღესვე გახმაურდეს.
ამასთან, ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ თუ იგი პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებს ეს იქნება მხოლოდ ირაკლი ალასანიას პარტია და არა ალიანსში გაწევრიანება.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებას ცაგარეიშვილს და ალასანიას ვადა ფაქტობრივად დღესღა აქვთ, ვინაიდან თუკი ცაგარეიშვილი ალასანიას პარიაში დღეს გაწევრიანდება, ალასანიას საარჩევნო რეგისტრაციისატვის ამომრჩეველთა 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება აღარ დასჭირდება.
საარჩევნო კოდექსის თანახმად საარჩევნო რეგისტრაციისათვის ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება არ სჭირდება კვალიფიციურ სუბიექტს ან იმ პარტიას ვისაც წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში.
ცაგარეიშვილის და ალასანია შეხვედრა სავარაუდოდ დღის 3 საათისთვის გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები