"ალიანსი საქართველოსთვის" ლევან გაჩეჩილაძისთვის ირაკლი ალასანიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის შეთავაზებას უარყოფს.
როგორც ჟურნალისტებს ალიანსის წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გაჩეჩილაძესთან საუბარი არ ყოფილა.
"არანაირ შეთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა", - განმარტავს დოლიძე.
რაც შეეხება გაჩეჩილაძის განცხადებას, რომ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად ოპოზიციაში მოლაპარაკებები ისევ და "ყველასთან" მიმდინარეობს, დოლიძე აღნიშნულსაც უარყოფს და აცხადებს, რომ ალიანსმა ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაასრულა.
"ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკებები არ წარმოებს. ჩვენ ეს პროცესი უკვე დავასრულეთ. ალიანსი არჩევნების გზით მიდის და უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია. ჩვენ მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატები გვყავს და ეს თემა ამოწურულია", - განუმარტა დოლიძემ ჟურნალისტებს.