"ეხო მოსკვის" ვებვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს შეკითხვაზე - ვინ არის დამნაშავე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში". ხმის მიცემა შესაძლებელია როგორც ინტერნეტის საშუალებით, ასევე ტელეფონით.
ამ დროის მონაცემებით, 864 რესპოდენტის ინტერნეტგამოკითხვის შედეგების მიხედვით, 70,1 პროცენტი მიიჩნევს რომ დამნაშავეა რუსეთი, 27,1 პროცენტი მიიჩენსვ რომ დამნაშავე საქართველოა. ხოლო 2,9 პროცენტს უჭირს პასუხის გაცემა.
400 სატელეფონო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 75,2 პროცენტი რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთს ადანაშაულებს, 24,8 საქართველოს, ხოლო უჭირს პასუხის გაცემა 0,0 პროცენტს.